მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში Sinopharm-ით, Sinovac-ით და Covaxin-ით აცრილები შესვლას შეძლებენ

618a815d8ce1d
ნათია თაქთაქიშვილი
09.11.21 21:38
848
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო აღიარებული ვაქცინების ჩამონათვალს აფართოებს და სიას ჩინურ Sinopharm-ს, Sinovac-ს, ასევე ინდურ Covaxin-ს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალი ცვლილებები ძალაში 22 ნოემბრიდან შევა, რითაც ბრიტანეთში შესვლის მსურველი სრულად აცრილი ადამიანები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ისარგებლებენ.

ამასთან, ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოგზაურობის წესები კიდევ უფრო გამარტივდება, რადგან 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი საზღვარზე განიხილება, როგორც სრულად აცრილი და შეძლებენ ინგლისში შესვლას თვითიზოლაციის გარეშე.