28.იანვარი .2021 23:37

ბრიტანეთში სკოლები 8 მარტამდე არ გაიხსნება

ბრიტანეთში სკოლები 8 მარტამდე არ გაიხსნება
views 1470
უკან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში სკოლების გახსნა თებერვალში ვერ მოხერხდება, თუმცა, პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინაციის პროგრამა ქვეყანაში სკოლების 8 მარტიდან გახსნას შესაძლებელს გახდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბორის ჯონსონის თქმით, სკოლების გახსნის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი თუ შემცირდება, შესაძლებელი გახდება სხვა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების მოხსნაც.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბორის ჯონსონმა შეაჩერა ეკონომიკა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, აჩქარებს ვაქცინაციის პროცესს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსმა 102,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსის გავრცელების კუთხით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.