15.ოქტომბერი .2019 20:35

ბრიტანული ბანკის პროგნოზით, ოქრო გაძვირდება

views 324
უკან

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი წლის ბოლომდე, უნციაზე 1,510 აშშ დოლარი იქნება, ხოლო მომავალი წლისთვის მისი ღირებულება 1,570 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ამ დასკვნას ბრიტანული ბანკის Standard Chartered-ის ანალიტიკოსები აკეთებენ.



სპეციალისტების განმარტებით, ძვირფასი ლითონების ფასების ზრდას ხელს საცალო ინვესტორების გაძლიერებული ინტერესი შეუწყობს. "ინვესტორების ინტერესი ოქროსადმი გაზრდილია, ამიტომ ახალი კატალიზატორის შემუშავებაა საჭირო, რათა ეს გაძლიერებული ინტერესი დაბალანსდეს", - ნათქვამია ექსპერტების ანალიზში.



Standard Chartered-ის ანალიტიკოსების ცნობით, ოქროს ფასებზე რამდენიმე მაკროეკონომიკური ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკა და გეოპოლიტიკური რისკები. გარდა ამისა, გაზრდილი პოლიტიკური რისკები Brexit-თან დაკავშირებით და  ორი გიგანტური ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს - ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო დაძაბულობა, ღირებულების ზრდას ავტომატურად იწვევს.



შეგახსენებთ, ეკონომიკური გაურკვევლობისა და შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დავის ფონზე, 2019 წლის დასაწყისში სასაქონლო ბირჟებზე ოქროს ფასები 16%-ით გაიზარდა.