მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ცენტრის ინგლისური ენის ონლაინ კურსები ბავშვებისთვის (R)

628a5660a04c7
BM.GE
22.05.22 19:25
1239
საქართველოში ინგლისურ ენას თითქმის ყველა ბავშვი სწავლობს. უცხო ენას ბავშვები ხშირად ბაღიდან ეუფლებიან, შემდეგ კი სწავლას სკოლაში და კერძო რეპეტიტორებთან აგრძელებენ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა, შესაბამისი შედეგები მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს. ეს ძირითად შემთხვევებში უხარისხო სასწავლო რესურსების გამოყენებით ან არათანმიმდევრული სასწავლო მეთოდოლოგიით არის განპირობებული.

დადგენილია, რომ სწორედ 5-6 წელი გახლავთ უცხო ენის ყველაზე მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის საუკეთესო ასაკი. დღეს, მშობლების უმრავლესობა შვილებისთვის ბილინგვური განათლების მიცემას ცდილობს, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, მშობლიური ენის გარდა, მეორე ენაზეც ანალოგიურად თავისუფლად იაზროვნონ და იმეტყველონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ასაკიდანვე მოხდეს მეორე ენის სისტემური და საფუძვლიანი შესწავლა.

ბრიტანული ცენტრი ბავშვებს ინგლისურ ენას Super Minds პროგრამით ასწავლის. ეს არის კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი გამოცემა 5-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების: მათემატიკის, ლოგიკის, მეცნიერების, ისტორიისა და ლიტერატურის ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.

Super Minds­-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო, უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობას აერთიანებს, რის საფუძველზეც სწავლის პროცესი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისოა.

ინგლისური ენის ონლაინ კურსები 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა ხელმისაწვდომი და შესაძლებელია უფასო საცდელ გაკვეთილზე დასწრებაც.

მეტი ინფორმაციისთვის: www.bc.ge