მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული შტამი მასობრივად რომ იყოს გავრცელებული, ინფიცირების მაჩვენებელს 400-ზე ვერ დავიჭერდით - ცერცვაძე

605b2585a1412
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 15:48
726
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. შემდეგ კი მედიის კითხვებსაც უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი ბრიტანული შტამის გავრცელების მასშტაბს შეეხებოდა.

„საქართველოში ბრიტანული შტამით ინფიცირების შემთხვევები, სავარაუდოდ, მასობრივი არაა“, - თქვა ცერცვაძემ. მისივე განმარტებით, საქართველოში ბრიტანული შტამის კვლევა თითოეული ადამიანის შემთხვევების დროს შეუძლებელია, რადგან მას PCR მეთოდი არ ჰყოფნის და უნდა სეკვენირება - გენეტიკური კვლევა უნდა მოხდეს, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება და ძალიან ძვირია.

„მსოფლიოში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ყველა ავადმყოფს არავინ იკვლევს ანუ რომელი შტამითაა ინფიცირებული - ბრიტანულით, ჩინურით თუ სამხრეთაფრიკულით. ხდება შერჩევითი გამოკვლევა და როდესაც შერჩევითი გამოკვლევით რაოდენობა მატულობს, მაშინ ვარაუდობენ, რომ ეს შტამი მასობრივად გავრცელდა. საქართველოში შერჩევითი გამოკვლევით ბრიტანული შტამით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ვარაუდობდნენ, რომ 2-3 კვირის წინ საქართველოში ბრიტანული შტამით, დაახლოებით, 30-35 ადამიანი იყო ინფიცირებული. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრიტანული შტამი სწრაფად ვრცელდება და საქართველოში ახალი შემთხვევების გარკვეული რაოდენობა ბრიტანული შტამია, მაგრამ ჩვენ ინფიცირების ძალიან დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ. გუშინ, სამწუხაროდ, 500-ს ასცდა ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ დღეს ისევ 450-მდე ჩამოვიდა. ბრიტანული შტამი მასობრივად რომ იყოს გავრცელებული, ჩვენ ინფიცირების მაჩვენებელს 400-ზე ვერ დავიჭერდით“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.