საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე უჩვეულოდ მაღალი ვოლატილობა ფიქსირდება, ევროპის მასშტაბით მიმდინარე ენერგოკრიზისის, მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესების, სამთავრობო ცვლილებებისა და რეცესიის რისკების ზრდის ფონზე, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება.
ამჟამად ერთი სტერლინგის სანაცვლოდ 1.061 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, მაშინ როცა ზუსტად ერთი წლის წინ აღნიშნული მაჩვენებელი 1.367 დოლარს შეადგენდა. მოკლევადიან პერიოდში ბრიტანული სტერლინგის თითქმის 22%-იანი გაუფასურება რიგი მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ეროვნული ვალუტის 5%-იანი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის მთავრობის მიერ ეკონომიკური დახმარების $160-მილიარდიანი პაკეტის წარდგენასთან.
დახმარების პაკეტი კოვიდპანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისის დასაძლევადაა შექმნილი და ის ბიზნესის ხელშეწყობის გზით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავს მიზნად.
საგულისხმოა, რომ მთავრობის განცხადებას აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით ინვესტორებისა და ტრეიდერების მხრიდან უაღრესად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ 160 მილიარდი დოლარის დახარჯვა ინფლაციის ტემპის დაჩქარებას გამოიწვევს, რაც, საბოლოო ჯამში, სტიმულირების ნაცვლად, ეკონომიკას რეცესიამდე მიიყვანს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში 9.4%-იანი ინფლაციაა, მართალია, ინგლისის ცენტრალური ბანკი მის დასაძლევად მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად ამკაცრებს, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტრატეგია არ იქნება საკმარისი ფასების ზრდის ტემპის შესანელებლად, რადგან ინფლაციური წნეხის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორის, ენერგორესურსების ფასების საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცნობისთვის, გასულ კვირას ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ძირითადმა რეფინანსირების განაკვეთმა 2.25%-იან ნიშულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ინგლისის ბანკის განაკვეთი ზუსტად 1 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განსაზღვრულ განაკვეთს, რაც ამერიკულ დოლარს ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით უპირატესობას ანიჭებს.
როგორც წესი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინვესტორებისა და ვალუტით მოვაჭრეთათვის მიმზიდველია, რადგან თანხის იმ ვალუტასა და ქვეყანაში განთავსება, სადაც შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე იქ, სადაც განაკვეთი დაბალია, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება კი - არასტაბილური.
ამ შემთხვევაში, ინვესტორთათვის აშშ-ის 3.0 – 3.25%-იანი განაკვეთი გაცილებით უფრო მიმზიდველია, ვიდრე ბრიტანეთის 2.25%-იანი, რაც ვალუტის გაცვლით კურსზეც მკაფიოდ აისახება.
მოსალოდნელია, რომ FED-მა მონეტარული კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთი დამატებით 75-100 საბაზო პუნქტით გაზარდოს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ზეწოლას ბრიტანული სტერლინგის კურსსა და ინგლისის ცენტრალურ ბანკზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება