მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5f847dfe80f5c
BM.GE
12.10.20 19:53
987
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 12272-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 6538 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1393 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +13,592; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,312,310. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,024,235. გარდაცვლილთა რაოდენობა 22,722 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 125 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,420; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 265,454, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 114,410. გარდაცვლილთა რაოდენობა 5,015 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 43 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,614; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 337,147, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 295,658. გარდაცვლილთა რაოდენობა 8,837 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 58 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +370; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 56,821, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 45,891. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,026 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +122;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 42,104, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 39,404. გარდაცვლილთა რაოდენობა 609 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 0.