მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ი ფრენების სიხშირეს ამცირებს

5f5a2fab91595
ნათია თაქთაქიშვილი
10.09.20 18:22
619
British Airways-ის მფლობელი IAG-ი მომავალი სამი თვის განმავლობაში ფრენების სიხშირის შემცირებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებით კომპანია ცდილობს ფრენებზე შემცირებულ მოთხოვნას მოერგოს. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

IAG-ის ვარაუდით, საკარანტინე მოთხოვნების გამო შემოდგომაზე ფრენებზე მოთხოვნა 60%-ით იქნება შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ჯგუფის განცხადებით, ბიზნესი 2019-ის მდგომარეობას 2023 წლამდე არ დაუბრუნდება.

ავიაკომპანიის განცხადებით, British Airways-ის მიზანია 13,000 სამუშაო ადგილის შემცირება და ამ კამპანიის ფარგლებში კომპანიამ აგვისტოს თვეში 8,236 თანამშრომელი უკვე შეამცირა.

გამოცემის მიხედვით, IAG-ი აქციონერებისაგან 2.7 მილიარდ ევროს ფინანსურ რესურს მოითხოვს, რომელსაც სესხების შესამცირებლად და ავიაციაში შექმნილი კრიზისის გავლენის დასაძლევად გამოიყენებს.

იმ შემთხვევაში თუ აქციონერები ავიაკომპანიას აღნიშნულ ფინანსურ რესურს გამოუყოფენ, სანაცვლოდ კომპანიის აქციებს 36%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის ყველაზე დიდმა აქციონერმა Qatar Airways- მა, რომელიც 25,1%-ინი წილის მფლობელია,  British Airways-ის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.