მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

5e626c1c8691a
BM.GE
06.03.20 19:30
2027
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. 

Independent-ის ინფორმაციით, ინფიცირებული პირები ავიაკომპანიაში ბარგის გადატანას უზრუნველყოფდნენ. 

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 163 შემთხვევა და ორი გარდაცვალება არის აღრიცხული. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რვა პაციენტი უკვე განიკურნა.