მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის პილოტები 27 სექტემბერს აღარ გაიფიცებიან

5d835b3cbdc30
მიხეილ ხაჩიძე
19.09.19 16:20
774
British Airways-ის თანამშრომლები 27 სექტემბერს დაგეგმილ მასშტაბურ გაფიცვას აღარ ჩაატარებენ. განცხადება ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პროფკავშირების წარმომადგენელმა გააკეთა.

ბრაიან სტატონის თქმით, ამ ნაბიჯით კომპანიაში დასაქმებულები თავიანთ წილ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ.

როგორც ცნობილი იყო, ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბრიტანული ავიაკომპანიის თანამშრომლები მორიგ გაფიცვას 27 სექტემბერს აანონსებდნენ. ამის გამო, British Airways-მა ამ პერიოდისთვის დაგეგმილი ყველა რეისი უკვე გააუქმა.

კომპანიის პილოტები გასული კვირის დასაწყისშიც გაიფიცნენ. მაშინ პროტესტი ორ დღეს გაგრძელდა. შედეგად,  ბრიტანულ კომპანიას 1600 რეისის გაუქმება მოუწია, 200 000 მგზავრი კი დაზარალდა.