09.სექტემბერი .2019 19:00

British Airways-ის პილოტები ორი დღით გაიფიცნენ-გაუქმებულია ასობით რეისი

views 173
უკან

British Airways-ის 4000-მა მფრინავმა მასშტაბური, ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა. ლონდონის დროით, დღეს გამთენიიდან, ბრიტანეთის ავიაკომპანიაში დასაქმებული პილოტების პროტესტის გამო 800 რეისი გაუქმდა. მთლიანობაში ხვალინდელი დღის ჩათვლით კი, 1600 ფრენა გადაიდება. გაფიცვის შედეგად 300.000 ადამიანი დაზარალდა, რომლებსაც ამ ორ დღეში ფრენა ჰქონდათ დაგეგმილი. 

British Airways-ის პილოტები ხელფასების მატებას ითხოვენ. გასულ წელს ბრიტანულმა ავიაკომპანიამ 2 მილიარდი ფუნტ სტერლინგის მოგება მიიღო. პილოტთა პროფკავშირის ცნობით, ორ დღიანი გაფიცვა British Airways-ს 44 მილიონი ევროთი აზარალებს.

იმ შემთხვევაში, თუ მფრინავები კომპანიისგან მათთვის სასურველ წინადადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ისინი მომდევნო გაფიცვას 27 სექტებერს კიდევ გამოაცხადებენ.