მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის რეისების განხორციელება შეფერხდა

5dd6d47bc0c00
BM.GE
22.11.19 00:25
1184
British Airways-ის ათობით ავიარეისი გადაიდო. ამის მიზეზი ტექნიკური კომპიუტერული ხარვეზი გახდა. რეისები დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გადაიდო, ძირითადად, საუბარია აშშ-დან, ინდოეთიდან და იაპონიიდან დაგეგმილ ავიარეისებზე. შეფერხების გამო ათასობით მგზავრი დაზარალდა.

„ჩვენი გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ის ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრას, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ფრენებზე“, - განაცხადეს ბრიტანულ ავიაკომპანიაში ხარვეზის შესახებ, თუმცა, არ დააკონკრეტეს თუ რამ გამოიწვია ტექნიკური შეფერხება. აღსანიშნავია, რომ შეფერხება ოთხშაბათს საღამოს დაიწყო და რამდენიმე შემთხვევაში რეისები 22 საათითაც კი გადაიდო.

შეგახსენებთ, ეს რიგით მეოთხე მსგავსი სახის შეფერხებაა მიმდინარე წელს British Airways-ის რეისების შემთხვევაში. მათ შორის ორი შემთხვევა ივლისში, ხოლო ერთი აგვისტოში იყო.