მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways იტალიის, სინგაპურისა და სამხრეთ კორეის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

5e58d604da7ad
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 13:35
882
ბრიტანული ავიახაზები British Airways, რომელიც ყოველდღიურად ახორციელებს ფრენებს ჰითროუსა და გეთვიკის აეროპორტებიდან იტალიის მიმართულებით, ფრენების დროებით შეჩერებაზე აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ორგნიზაცია BBC ავრცელებს.

როგორც ავიაკომპანიამ აღნიშნა, ფრენები 28 მარტამდე აღარ განხორციელდება მილანში, ბოლონიაში, ვენეციასა და ტურინში.

British Airways ასევე ფრენებს წყვეტს სინგაპურის მიმართულებით 15 მარტამდე, ხოლო სეულის მიმართულებით ფრენა მხოლოდ 2 დღეში ერთხელ განხორციელდება.

"ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს უხერხულობის გამო, მაგრამ მომხმარებლების და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ფრენები იტალიის მიმართულებით ასევე დროებით შეაჩერა დაბალბიუჯეტიანმა ბრიტანულმა ავიაკომპანია EasyJet-მა.