მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერდია სიჭინავა: 6 900 ინფიცირებული საავადმყოფოებში მკურნალობს, 16 867 - ბინაზე

5fd077ddcb562
ინგა მურუსიძე
09.12.20 11:11
535
აქტიური 27 456 შემთხვევიდან 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 025, აჭარაში - 998, იმერეთში - 1 325. ინფორმაცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  გააჟღერა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 31, იმერეთში - 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 - თბილისში, 1 846 - აჭარაში, 393 - იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

"საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 126 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -302, აჭარაში - 204, ხოლო იმერეთში - 27.
სულ 6 ოქტომბრიდან - 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 109 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 430 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 183 პირი, აჭარაში - 10 441, იმერეთში - 5 409”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.