ბრიუსელში ახალი ველომაგისტრალი გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და სწრაფ საავტომობილო გზაზე გადის და გარეუბნიდან ბრიუსელის ცენტრისკენ ადამიანების გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტი, რომელზეც წლების განმავლობაში იყო საუბარი, დედაქალაქში ახლახან დასრულდა. ის კორონავირუსმა და პანდემიამ დააჩქარა, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განტვირთვა და სოციალური დისტანციის დაცვა გახდა აუცილებელი. გადააგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებად კი ველოსიპედი გამოიკვეთა.
როგორც Euronews-ი წერს, ბრიუსელში შიდა გადაადგილებისას მოქალაქეების 2/3 მხოლოდ 5 კილომეტრს გადის, რომლის დაფარვა ძალიან მარტივია ორთვლიანი ტრანსპორტით. თუმცა, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, აქ, ველოსიპედს მოსახლეობა ამ დრომდე არ იყო მიჩვეული. არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო მოწყობილი. დღეს კი, ველოსიპედი ყველაზე სანდო ალტერნატივად მიიჩნევა და ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ავტომობილს სახლში ტოვებს და საცობების გარეშე გაცილებით სწრაფად მიდის დანიშნულების ადგილზე.
თუმცა, როგორც ჩანს სიახლე ბევრს არ მოსწონს და ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად, დაუგეგმავად და ყოველგვარი შესწავლის გარეშე იყო მიღებული და ფიქრობენ, რომ ქალაქი უფრო მეტად გადაიტვირთა, ანუ ისეთ ადგილებშიც გაჩნდა საავტომობილო საცობი, სადაც ამ დრომდე არ იყო. ასევე ფიქრობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ხოლო ადგილობრივ მთავრობას სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ველოსიპედით სიარული ადამიანების ცხოვრების წესად იქცევა და ის მძღოლებიც კი, რომლებიც ახლა აკრიტიკებენ მიღებულ გადაწყვეტილებას, მალე აზრსაც შეიცვლიან და ტრანსპორტის სახეობასაც. შედეგად, ჰაერი შედარებით სუფთა, ჯანმრთელობა მეტად დაცული და გადატვირთული მოძრაობაც განმუხტული იქნება.
უახლოეს მომავალში, ეს ტენდენცია მთელ ევროპაში უნდა გავრცელდეს, ასეთია ევროკომისიის გადაწყვეტილება, ამიტომ დროულად მოეწყობა, გაფართოვდება და დაიგეგმება უფრო მეტი და კომფორტული ინფრასტრუქტურა ველოსიპედის მომხმარებლებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი