მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ, სამთავრობო დელეგაცია 72 საათში ერთხელ PCR-ტესტირებას გაივლის

5f71d0af34b22
BM.GE
28.09.20 15:59
746
ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით, 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322-ე დადგენილებით არის განსაზღვრული.

დადგენილების თანახმად, საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 29-30 სექტემბერს შედგება. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყველა წევრს, ბრიუსელში გამგზავრებამდე PCR კვლევა უკვე ჩაუტარდა.