მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

5e5fc44d32ae6
BM.GE
04.03.20 19:32
1241
ბრიუსელში ევროკავშირის ოფისში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, ევროპული თავდაცვის სააგენტოში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ავადმყოფი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

პირი ბელგიაში 23 თებერვალს, იტალიიდან დაბრუნდა. თვითიზოლაციის რჩევა მიიღეს სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც სიმპტომების გამოვლენამდე დაავადებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დადასტურებული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 93,191 შეადგინა; გარდაცვლილთა რიცხვი კი, 3,203 აღწევს; გამოჯანმრთელდა 50,984 პაციენტი.