მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბრიუსელში გაფუჭებული საქმე დამხვდა“ - სალომე ზურაბიშვილი

62a8c12dda25a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 21:08
844
"ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესში იქნებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა.

„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც გაფუჭებული საქმე უნდა დავარქვა. გასული წლის 19 ივლისს ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელზეც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია და გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როდესაც ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. გაფუჭებული საქმე აშარად სხვადასხვა კუთხით გამოვლინდა. პირველი ევროპარლამენტის რეზოლუციაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე აპელირებს. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც ამ რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობდა. ოპოზიცია თავის მხრივ საკუთარი მიზნების მისაღწევად მუშაობდა. მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მმართველ ძალას აკრიტიკებს.