მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიუსელში სკვერებსა და ქუჩებშიც პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა

5f33d5d02a7ff
ნათია თაქთაქიშვილი
13.08.20 11:14
839
ბრიუსელში, საჯარო სივრცეებში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა, რადგან COVID-19-ის ყოველდრიური შემთხვევები ზრდას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ბელგიის დედაქალაქში, სადაც განლაგებულია ნატოს და ევროკავშირის შტაბ-ბინები, ყოველდღიურად 100,000 მოსახლეზე საშუალოდ ვირუსის 50 შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველასთვის როგორც სკვერებში, ასევე ქუჩებში.

ბრიუსელის მიერ შემოღებული რეგულაცია პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი უმკაცრესი ევროპის ქალაქებს შორის, მაგალითისთვის პარიზში პირბადის გამოყონება მხოლოდ გადატვირთულ საჯარო სივრცეებშია სავალდებულო.

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისს მიეკუთვნებიან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, მათ შეუძლიათ პარკებში ირბინონ ან ივარჯიშონ პირბადის გარეშე.