სანელებლების მწარმოებელი კომპანია Waime Spices-ის ბრუნვა პანდემიურ -2020 წელს 70%-ით გაიზრდა და 175 000 ლარს მიაღწია. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი გოგიას ინფორმაციით, Waime Spices-მა 2020 წელს ექსპორტზე 2 400 კგ სუნელი გაიტანა. მისი მთავარი სარეალიზაციო ბაზრები კი რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი იყო.
„ეს ის ქვეყნებია, სადაც მუდმივი წარმომადგენლობები გვაქვს, თუმცა მცირე მოცულობებით, ინდივიდუალური შეკვეთებით, სანელებლები გასულ წელს სხვადასხვა ქვეყნებშიც გაგვქონდა. ექსპორტის ხარჯზე ჩვენი კომპანიის ბრუნვა 70%-ით გაიზარდა 175 000 ლარს მიაღწია, თუმცა 2021 წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ვგეგმავთ“, - უთხრა BM.GE-ის Waime Spices-ის დამფუძნებელმა.
მნიშვნელოვანია, რომ მიზნის მისაღწევად კომპანიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და გარკვეული მიღწევებიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ Waime Spices-ის შეძენა მომხმარებელს ისრაელსა და ლატვიაში უკვე შეუძლია. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ამ ორი მიმართულებით კომპანიამ 1 200 კგ სანელებლების ექსპორტი განახორციელა, თუმცა ახალი ბაზრების ათვისების პროცესი 2021 წელს ამით არ სრულდება.
„ამ ეტაპზე გერმანიის, ლიტვის და ესტონეთის მიმართულებით ვმუშაობთ. ახალ ბაზარზე შესვლისას ვცდილობთ ვადაპტირდეთ როგორც მენტალობაზე, ასევე ენობრივად და ა.შ. ქსელებში შესვლის პროცესი ხანგრძლივად თვეების განმავლობაში გრძელდება. ახალი ბაზრების პარალელურად, არსებულ ბაზრებზე გაფართოებაზეც ვმუშაობთ, რაც ექსპორტის მოცულობას ზრდის. მაგალითისთვის, თავდაპირველად უკრაინის ბაზარზე შესვლისას 300-400 კგ-ს ვაგზავნიდით, ახლა კი პალეტებით ვაგზავნით და „სპარის“ ქსელში ვართ შესული“, - ამბობს გიორგი გოგია.
აღსანიშნავია, რომ Waime Spices-ის სარეალიზაციო არეალის გაფართოებისთვის სამეგრელოში საწარმოს ამოქმედებას გეგმავდა. რამდენად შეძლო კომპანიამ პანდემიის პერიოდში გეგმები სრულყოფა - გიორგი გოგიამ BM.GE-ის ამ კითხვასაც უპასუხა.
„პანდემიამ გეგმები შეგვიცვალა და საბოლოოდ, ვაპირებთ უფრო ახლოს თბილისთან - მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი და ამ მიმართულებით განვვითარდეთ, თუმცა ჩვენი საწარმოო შესაძლებლობების და ტექნიკური ბაზის გასაფართოებლად ინვესტორის მოზიდვაზე ვფიქრობთ. ასევე, გვინდა სრული წარმოების ციკლი გავაკეთოთ, ჩვენვე მოვიყვანოთ ის კულტურები, რომელიც სუნელების წარმოებისთვის გვჭირდება, გავაკეთოთ საშრობები და ა.შ.“, - აღნიშნა Waime Spices-ის დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ