მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bubbles Theory - თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც წავკისში მზადდება

5e24584054c62
ნუცა ბაზლიძე
19.01.20 18:20
1330
საქართველოში წარმოებული თავის მოვლის საშუალებები Bubbles Theory, რომელიც ბაზარზე უკვე 3 წელია ოპერირებს, ახალი ეტაპისთვის ემზადება.

„ვგეგმავ, რომ სერთიფიკატი ავიღო, რათა შემდგომში მაღაზიებში ან ფარმაცევტულ კომპანიებში შევიტანო პროდუქცია. მსურს, რომ საქმიანობა, უფრო ფართომასშტაბიანი გავხადო“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა თეონა მაჩაიძემ BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, პროდუქცია წავკისში მზადდება და მის დამზადებაში უშუალოდ დამფუძნებელია ჩართული. ამასთან, პროდუქციის გარკვეული ნაწილი სამკურნალო ფუნქციისაა.

„დამზადებისას გამოყენებული მასალა არის ნატურალური და მაღალი ხარისხის. მასალას, უცხოური სპეციალიზირებული საიტებიდან ვიწერ, რომელიც არის სერტიფიცირებული. გარკვეულ ნაწილს კი, რაც შესაძლებელია, საქართველოში ვიძენ. პროდუქცია მოიაზრებს: ხელნაკეთი საპნებს, სახის ნიღბებს, სახისა და ტანის საცხებს, ჰაილაითერებს, ტუჩის ბალზამსა და ტანის სკრაბს“, - განმარტა თეონა მაჩაიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მათი შეძენა კი ონლაინ და რიგ შემთხვევებში, გარე გამოფენა-გაყიდვებზე არის შესაძლებელი.