მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუცხრიკიძე რუსეთიდან "შავი ფულის" შემოსვლის რისკზე - "თიბისის შემთხვევაში ამის შანსი ნულია"

624c0a9be1d3a
მარიამ იზორია
05.04.22 13:19
1029
რამდენად დაცულია ქართული საბანკო სექტორი რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლისგან? - ჟურნალისტების ამ შეკითხვას თიბისის გენერალური დირექტორი პასუხობს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თიბისი როგორც ქართულ, ასევე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის რეგულაციებსა და კანონმდებლობას ითვალისწინებს, ამის შანსი ნულის ტოლფასია.

“თიბისი ბანკი დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის რეგულაციებს ვიცავთ. შესაბამისად, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ყველა რეგულაციას ითვალისწინებს.

შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ეს მოხდეს თიბისის შემთხვევაში - ნულის ტოლფასია. როგორც ფულადი გზავნილები, ასევე ნებისმიერი ტრანზაქცია ამ სამი ქვეყნის რეგულაციის ფილტრში ტარდება” - განმარტავს ბუცხრიკიძე.