16.ოქტომბერი .2019 00:02

ბუდაპეშტის აეროპორტიდან ავიარეისების განხორციელება დროებით შეჩერდა

views 564
უკან

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის აეროპორტიდან ავიარეისების განხორციელება დროებით შეჩერდა. ამის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩენილი დრონი გახდა.

ინფორმაცია აღნიშნულთან დაკაშირებით აეროპორტის ადმინისტრაციამ „ტვიტერზე“ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო აეროპორტიდან რეისების განხორციელების შეწყვეტა სწორედ უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენას უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი ბოლო 24 საათში უკვე მეორეჯერ მოხდა. დრონები მანამდე საჰაერო კონტროლის სამსახურმა შენიშნა, რის გამოც საჰაერო სივრცე ბუდაპეშტში დაახლოებით, ნახევარი საათით დახურა.