20.ივნისი .2022 14:49

„ბუღალტერია მარტივად” – Nexia TA-ის ახალი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის

„ბუღალტერია მარტივად” – Nexia TA-ის ახალი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის
views 913
უკან

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA, რომელიც ბუღალტერიის მიმართულებით ქართულ ბაზარზე კვლავ ლიდერობს ახალი სტანდარტების დანერგვის კუთხით, მორიგ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, ნებისმიერი დაინტერესებული მცირე და საშუალო ბიზნეს-კომპანიისთვის იქმნება შესაძლებლობა, ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურებები.

როგორც პროექტის ავტორი და Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი ამბობს, პროექტის იდეა ქართულ ბაზარზე არსებულმა გამოწვევებმა განაპირობა.

„ზოგადად, Nexia ფოკუსირებულია მსხვილი ბიზნესის მომსახურებაზე. ჩვენ დღეს უკვე საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით, 500-ზე მეტ დიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ ბუღალტრული, აუდიტორული და იურიდიული მიმართულებით. თუმცა, ქართულ ბაზარზე არსებულმა გამოწვევებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ, მათი განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, დავიწყეთ ახალი პროექტი, „ბუღალტერია მარტივად“, რომლის ფარგლებშიც, მცირე კომპანიებს და მათ შორის, სტარტაპებს, ვაძლევთ საშუალებას, მათზე მორგებული ბიუჯეტით მიიღონ Nexia-ს გამოცდილი და ძლიერი გუნდის სრული მხარდაჭერა და საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება ბუღალტრული და საგადასახადო მიმართულებებით“.

ამასთან, Nexia TA უზრუნველყოფს ბუღალტრების მუდმივ ტრენირება-გადამზადებას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში, ისე საერთაშორისო სტანდარტებში შესულ ცვლილებებსა და სიახლეებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ბიზნესის დაცულობას.

შეგახსენებთ, Nexia TA საქართველოდან პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოში #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა, ბუღალტერიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - Accounting Capacity Building Champion 2018.

(NS)