მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთი ღამის კლუბებს ხურავს და სპორტულ ღინისძიებებზე მაყურებელთა დასწრებას კრძალავს

5f0727755a0b3
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.20 21:39
1249
ბულგარეთი ღამის კლუბებს ხურავს და სპორტულ ღინისძიებებზე მაყურებელთა დასწრებას კრძალავს. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს .

როგორც გამოცემა წერს, ხვალიდან დაიხურება ყველა ღამის კლუბი, კაფე-ბარი და ლუდხანა, რომელიც დახურულ სივრცეშია განთავსებული.

რაც შეეხება ღია სივრცეში განთავსებულ გასართობ ადგილებს, მათ სტუმრების მიღება 50%-ის დატვირთვით შეეძლებათ.

რაც შეეხება როგორც გარე, ასევე შიდა წვეულებებს, მათ შორის ქორწილებს, მათი აღნიშვნა 30 ადამიანის თანდასწრებით იქნება შესაძლებელი.

როგორც გამოცემა წერს, აკრძალვა შეეხება სპორტულ ღონისძიებებსაც, სადაც თამაშები მაყურებლების გარეშე გაიმართება.

9 ივლისის მონაცემებით, ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ ჯამურად 6,342 შეადგინა, გარდაიცვალა 259 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3,166 ინფიცირებული.