მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთის მთავრობა მზადაა, ქვეყანაში Volkswagen-ის ქარხნის მშენებლობა დაასუბსიდიროს

5da6fe5ee92c9
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 17:00
1732

ბულგარეთი მზადაა, Volkswagen Group (VW)-ს ქარხნის მშენებლობის პროცესში სუბსიდირება გამოუყოს, - ამის შესახებ განცხადება ბულგარეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ბულგარული ავტოინდუსტრიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა როსენ პლევნელიევმა Frankfurter Allgemeinen Zeitung-თან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანული კონცერნი ბულგარეთში საწარმოს გახსნის, მთავრობა სუბსიდიის სახით, 260 მილიონ ევრომდე თანხას გამოყოფს.


ბულგარეთის გარდა, VW-ის ქარხნისთვის რუმინეთიც პოზიციონირებს. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ სირიის დაბომბვის გამო, გერმანულმა კონცერნმა თურქეთში საწარმოს აშენება გადაიფიქრა, ოფიციალურმა ბუქარესტმა  Volkswagen Group-თან მოლაპარაკებები წამოიწყო.

 




შეგახსენებთ, რომ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციების გამო, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა თურქეთში საწარმოს გახსნის გადაწყვეტილება გუშინ გააუქმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნის, ქალაქ იზმირთან ახლოს, ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, გერმანულ და თურქულ მხარეს შორის მოლაპარაკებები რამდნიმე თვეა მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ გასულ კვირას, გერმანული მედია წერდა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაში იყო და საბოლოო დეტალები დაახლოებით, ორ კვირაში გახდებოდა ცნობილი. 



Volkswagen-ი ქარხნის მშენებლობისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებდა. საწარმოს წლიურად 300 000 ავტომობილი უნდა ეწარმოებინა. პირველ ეტაპზე სედან "ფოლკსვაგენ პასატსა" და "შკოდა სუპერ ბეს" გამოუშვებდნენ, რითაც აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის შევსება იგეგმებოდა. საწარმო 2022 წელს ქალაქ მანისაში უნდა აშენებულიყო, რომელიც იზმირთან ახლოს მდებარეობს. ფაბრიკაში 4000 ადამიანი დასაქმდებოდა.