ბულგარეთის ეროვნული ვაქცინაციის საბჭოს განცხადებით, ქვეყანას შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადაყრა მოუწიოს, რადგან ბულგარეთში ვაქცინაციის ტემპი არცთუ ისე სახარბიელოა.
ბულგარეთის ეროვნული ვაქცინაციის საბჭოს ხელმძღვანელ კრასიმირ გიგოვის თქმით, ვაქცინების უმეტესობას ვადა 31 აგვისტოს გასდის, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისშია შემოტანილი.
როგორც გიგოვი აღნიშნავს, ბულგარეთს ჯამში 4.7 მილიონი დოზა ვაქცინა მიეწოდა და ამ დრომდე მხოლოდ 1.8 მილიონი დოზა ვაქცინაა ადმინსიტრირებული.
„ბულგარეთში ვაქცინაცია ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს, დღეში დაახლოებით 10,000-იდან 15,000 ადამიანამდე იცრება. ბულგარეთს ვაქცინაციის კუთხით ყველაზე ცუდი შედეგები აქვს ევროკავშირის მასშტაბით“, - განაცხადა გიგოვმა.
ბულგარეთის ეროვნული ვაქცინაციის საბჭოს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი მწარმოებლის ვაქცინების გადაყრა მოუწევს ქვეყანას, თუმცა არსებული ინფორმაციით ბულგარეთისთვის ვაქცინის ძირითადი მიმწოდებლები Pfizer/BioNTech, Moderna და AstraZeneca არიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება