მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულგარეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მიმართავს

60fe6c16cfc47
ინგა მურუსიძე
26.07.21 18:07
954
დღეიდან ბულგარეთმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნებში შეიყვანა. ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

- თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბულგარეთის რესპუბლიკაში ბინადრობის დროებითი, გრძელვადიანი ან მუდმივი უფლება;
- თუ მოქალაქე არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ქვეყანაში ვიზიტი უკავშირდება მათი პროფესიული საქმიანობის წარმოებას;
- თუ მოქალაქე აწარმოებს საქმიანობას, რომელიც უკავშირება სამედიცინო საშუალებებისა და ტექნიკის გადაზიდვა-მიწოდებას;
- თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაწევად (აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მოწვევისა და თანხმობის ქონის შემთხვევაში);
- თუ მოქალაქე ქვეყანაში შემოდის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების და წერილის არსებობის შემთხვევაში;
- თუ მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ან მოადგილესგან მიღებული ოფიციალური წერილობითი თანხმობა ქვეყანაში შემოსასვლელად.

„პირები, რომლებიც აღნიშნულ გამონაკლისთა სიას მიეკუთვნებიან, ქვეყანაში დაიშვებიან ან უარყოფითი PCR ტესტის პასუხით ან ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში.

- საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში.

აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება“, - ნათქვამის საელჩოს განცხადებაში.