მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი ცხადდება

60631cc4b661a
ინგა მურუსიძე
30.03.21 16:43
693
ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე, ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ყველა სამშენებლო პროექტზე მორატორიუმი გამოცხადდება. განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება წერტილს დაუსვამს ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით.

"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ბათუმის ბულვარი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, სამართავად უსწრაფესად გადაეცეს ბათუმის მერიას. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა და რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად მუნიციპალიტეტს გადაეცემა. "უახლოეს პერიოდში დაიწყება გადაცემის პროცედურები", - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.