მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა - სემეკი

5ef9ff9982287
დავით ჯალაღონია
29.06.20 18:50
1297
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის სამომხმარებლო ტარიფები გრძელვადიან პერიოდზე დაადგინა.

ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით:

"სოკარ ჯორჯია გაზის" სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.928 თეთრი/მ3-ს; ასევე უცვლელი დარჩა "საქორგგაზის" ტარიფი და დღგ-ს ჩათვლით 56.990 თეთრი/მ3 იქნება.

"დი-ვი-ეს"-ის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 43.500 თეთრი/მ3-ს შეადგენს, შპს "დიდი დიღომის" ტარიფი - 50.899 თეთრი/მ3-ს, "გასკო +"-ის - 48.301 თეთრი/მ3-ს.

გარდა ამისა, "გამასთვის" განაწილების ტარიფი შემცირდა 3.371 თეთრით და შეადგინა 1.671 თეთრი/მ3, შპს "გოგოჭური და კომპანიისთვის" განაწილების ტარიფი შემცირდა 3.583 თეთრით და 1.510 თეთრი/მ3 იქნება, ხოლო შპს "ენერგია+"-ს განაწილების ტარიფი 4.183 თეთრით, 6.046 თეთრი/მ3-მდე შემცირდა.

"ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით ყველა კატეგორიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით.

იქიდან გამომდინარე, რომ შპს "გამა", შპს "გოგოჭური და კომპანია", შპს "ენერგია +" ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და არ ყავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, მათ ბუნებრივი გაზის მიწოდების და შესაბამისად მოხმარების ტარიფი არ უდგინდებათ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება წარმოადგენს დერეგულირებულ საქმიანობას და არ ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას", - განმარტავენ სემეკ-ში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის აბონენტებისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფი სემეკმა გასული წლის ბოლოს დაადგინა და ის ასევე 2022 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.