მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება"

62e3788aa03fc
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 10:03
648
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნის ბუნებრივი პარტნიორებისგან დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს. ამის შესახებ დიპლომატმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით.

„როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე როდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას.

რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა დეგნანმა.

ის აღნიშნავს, საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ თვლის, რომ ქართველი ხალხის მხრიდან, მომავლის ხედვა არ შეცვლილა. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანას ამერიკაზე დიდი მეგობარი არ ჰყავს და საქართველომ აშშ-დან პარტნიორობის პერიოდში მხოლოდ ფინანსური სახით 6 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მხრივაც, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება კი საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

"საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღომონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.