მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუქარესტსა და რუმინეთში, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება

61406ee0c9eff
ინგა მურუსიძე
14.09.21 13:51
767

28-30 სექტემებერს, ბუქარესტსა და რუმინეთში, ჰიბრიდულ ფორმატში, მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენცია Energy Week Black Sea გაიმართება.

Energy Week Black Sea-ზე საქართველოდან ერთ-ერთ სპიკერად წარმოდგენილია GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებსა და ჰიდრო პოტენციალზე ისაუბრებს.
საქართველოდან სპიკერად, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყარლმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრი - მაია მელიქიძე.

აღსანიშნავია, რომ #EWBS აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო კომპანიებს, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და უცხოელ კერძო ინვესტორებს.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ენერგეტიკის გარშემო არსებული საკითხები, განახლებადი ენერგიები, მწვანე წყალბადი, რეგიონალური ურთიერთკავშირები, ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები სხვა აქტუალური თემები.

ღონისძიება კომპანია Invest In Network-ის ორგანიზებით იმართება, რომელიც სპეციალიზირებულია განვითარებადი ბაზრებისთვის, ენერგეტიკის ინდუსტრიაში, კონსულტაციაზე. კომპანიის ძირითად პრიორიტეტს კი განახლებადი ენერგიის წყაროები წარმოადგენს.
https://bsenergyweek.com
(R)