მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონები, სადაც ყველაზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა მარტიდან დღემდე – BIA

5fa04a9403f43
ანუკა ჯოხაძე
03.11.20 00:30
1190
საქართველოში 1 მარტიდან დღემდე მუშაობა სრულად 700-ზე მეტმა, ხოლო დროებით – 1 600-მა კომპანიამ შეაჩერა. საინფორმაციო პორტალი BIA-ს ცნობით, ყველაზე მეტმა კომპანიამ საქმიანობა თბილისში შეაჩერა. თბილისს ისეთი რეგიონები მოსდევს, როგორებიცაა აჭარა და იმერეთი. 

შეჩერებული კომპანიების სტატისტიკა კი რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
თბილისი - 63%
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 12%
იმერეთი - 8%.

BIA-ს საინფორმაციო პორტალზე 49 180 კომპანია ფიქსირდება, საიდანაც კომპანიების 34% ეკონომიკურად პასიური კომპანიის სტატუსს ატარებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეჩერებული კომპანიების 23% სამშენებლო პროდუქციის, მშენებლობისა და უძრავი ქონების მიმართულებით მომუშავე კომპანიებზე მოდის.