21.ივლისი .2020 00:10

Business Insider: დასაქმებულთა მხოლოდ 4%-ს სურს პანდემიის შემდეგ სამსახურში დაბრუნება

views 555
უკან

Business Insider-ი ანალიტიკურ კომპანია Perceptyx-ზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული პირების უმრავლესობას პანდემიის დასრულების შემდეგ ოფისში დაბრუნება არ სურთ.

Perceptyx-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა მხოლოდ 4% აცხადებს, რომ სამსახურში დაბრუნება სურთ. კვლევის ფარგლებში 750 000 დასაქმებული გამოკითხეს 100-მდე გლობალური კომპანიიდან.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, სამსახურში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა აპრილის თვიდან მკვეთრად დაეცა, მაშინ როდესაც თვის დასაწყისში სამსახურში დაბრუნების მოსურნე დაახლოებით 33% იყო.

Perceptyx-ის კვლევებით, რესპოდენტების 100% აცხადებს, რომ „დისტანციურად მუშაობა მათ პროდუქტიულობას არ ამცირებს“.

შეგახსენებთ, წამყვანმა კომპანიებმა, როგორიც არის Google-ი, Twitter-ი და Square-ი, საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება წლის ბოლომდე უკვე მისცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა