იაპონიაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში მოსახლეობამ, კორონავირუსზე მორგებული ახალი სტილით დაიწყო ცხოვრება. ეროვნული პარკები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოფისებად გადაკეთდა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით, პარკები აღიჭურვა Wi-Fi სისტემით და საოფისე ავეჯიც მოეწყო იმისათვის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და დისტანციურად აკეთონ ის საქმე, იმავე ხარისხითა და ტემპით, როგორიც აქამდე იყო.
კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარი მიზანი იყო, რომ თანამშრომლები არ გაჩერებულიყვნენ და არც პროდუქტიულობა დაეკარგათ, შედეგად კი, მოიფიქრეს გამოსავალი და ბუნებაში მოაწყვეს ოფისები, ასე რომ ადამიანებს იაპონიაში მუშაობა უწევთ მაგალითად ვულკანებით, ტყით, მთით ან თუნდაც ულამაზესი სოფლებით გარშმორტყმული ეროვნული პარკების ტერიტორიებზე. კომპანიებს შეუძლია იქირაონ მათთვის სასურველ ადგილას და მათზე მორგებული ინფრასტრუქტურით კეთილმოწყობილი სივრცე ბუნებაში, სადაც დღის პირველ ნახევარში იმუშავებენ, მეორე ნახევარში კი გასართობი აქტივობებით დაკავდებიან, შესაძლოა ოჯახის წევრებთან ერთადაც. ასეთია ახალი “სამუშაო პროგრამა” იაპონიაში, რომელიც მოსახლეობას დახურული სივრციდან ღიაში გამოსვლას უბიძგებს.
პროგრამა ქვეყანაში აპრილში ამოქმედდა და ივლისამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, ამ დროის განმავლობაში კი აკვირდებოდნენ და დადებითად შეფასდა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. სექტემბრიდან კი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და ნებადართული გახდა.
თუმცა, იაპონია არ არის პანდემიის პირობებში ე.წ. სამუშაო არდადეგებისკენ მიდრეკილი ერთადერთი ქვეყანა. ბარბადოსმა და ბერმუდმა სპეციალური პროგრამები არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც შეიმუშავეს, იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ და სანაპიროზე ან თუნდაც სკვერში, დისტანციურად საკუთარი ქვეყნისთვის, კომპანიისთვის, მიზნისთვის იმუშაონ.
ამგვარად ქვეყნები ცდილობენ თან ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და თან ტურიზმის ამოქმედებასაც უწყობენ ხელს. მსგავსი ტიპის ვიზის მიღება უმეტესად სტუდენტებზეა გათვლილი, ამიტომაც “სამუშაო არდადეგების” მოწყობა ბიუჯეტურად არის შესაძლებელი, თუმცა ულტრა-მდიდრული შეთავაზებებიც აქვთ ცალკეულ ქვეყნებს, მაგალითად მალდივის კუნძულზე ერთკვირიანი სამუშაო-ვიზიტის ფასი 23 ათას 250 დოლარამდე აღწევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის