მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Business Insider: კორონავირუსი აშშ-ის ტურიზმს აზარალებს

5e58faa24ce88
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 23:25
996
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის მასშტაბური შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთსა და აზიაში, აშშ-ს ტურიზმი საგრძნობლად დაზარალდა, რაც დაახლოებით 1.6 მილიონი ვიზიტორის დაკარგვას ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ში ტურიზმი 2020 წელს 28%-ით შემცირდება, ხოლო ინდუსტრიის ზარალი წინასწარი გათვლებით მომავალი 4 წლის განმავლობაში 10 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, აღნიშნული ზარალის ნახევარზე მეტი კი 2020 წელზე მოდის.

აშშ-ის ტურიზმის ეროვნული ოფისის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი აშშ-ს სწორედ ჩინეთიდან სტუმრობს. 2019 წლის მონაცემებით, პირველ 10 თვეში ამერიკას 2.5 მილიონი ჩინელი ეწვია. ბოლო მონაცემებით, თითოეული ჩინელი ვიზიტორი საშუალოდ 6,500 აშშ დოლარს ხარჯავს ერთი სტუმრობისას. მაგალითად, 2018 წელს ჩინელმა ვიზიტორებმა 34,6 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს.

შემცირებული ვიზიტორების რაოდენობა ასევე გავლენას ახდენს სასტუმროების ბიზნესზე. წინასწარი მონაცემებით, ისინი დაახლოებით 4.6 მილიონი ნომრის ჯავშანს დაკარგავენ 2020 წლის განმავლობაში, ხოლო 8.1 მილიონ ჯავშანს 2024 წლისთვის.