მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი": იძულებულები ვართ, გასაყიდი ბინების ფასი გავზარდოთ

627367f3be2b5
თათია ჩაფიჩაძე
05.05.22 11:00
8878
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე დეველოპერულ კომპანიებს მშენებლობის ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. როგორც კომპანია „არქიში“ აცხადებენ, 20%-ით გაძვირდა არმატურა, 15%-მდე - ბეტონი, ასევე 20%-მდეა გაზრდილი მუშახელის ღირებულებაც.

სამშენებლო მასალების გაძვირება კი არის მთავარი მიზეზი, რატომაც როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი ამბობს, ამ ეტაპზე კვ/მ ფართის გასაყიდი ფასი 10-12%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

"სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა არის შემდეგი - თვითღირებულება იზრდება, ეს ეხება როგორც არმატურას, ისე ბეტონს, ასევე ყველა შემადგენელ კომპონენტს, რომელიც მშენებლობას სჭირდება; არმატურის ფასი ომის დაწყებიდან 20%-ით გაიზარდა, 10-15%-ით - ბეტონის, 20%-ით მუშახელის და სხვა შემადგენელი კომპონენტების. საკმაოდ გაძვირდა და გართულდა ლოგისტიკაც; ამანც გამოიწვია თვითღირებულების ზრდა. ეს ყველაფერი ბუნებრივად იწვევს ბაზარზე გასაყიდი უძრავი ქონების ფასის ზრდას. არც ჩვენ ვართ გამონაკლისები და იძულებულები ვართ, გასაყიდი ბინების ფასი გავზარდოთ.

აღსანიშნია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში გასაყიდი ფასი გაიზარდა 10-12%-ით; თუ გაგრძელდა ზრდის ტენდენცია, იძულებულები ვიქნებით, კიდევ გავზარდოთ, თუმცა ბოლო 2 კვირაში თვითღირებულებაში სწრაფი ზრდა აღარ შეინიშნება", - უთხრა BMG-ის შიო ხეცურიანმა.