მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BusinessInsaider: პროფესიები, რომელთა საჭიროება მცირდება

5dd932dbdf597
მარიამ ადამია
23.11.19 17:50
1642
"2007-2009 წლებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა დაეცა, ადამიანები ყოველდღიურად სამსახურებს კარგავდნენ. ასეთი იყო ვითარება, რომლის გაჯანსაღებისთვის მსოფლიოს ათწლეულები დასჭირდა, დასაქმება კი საბოლოოდ დაუბრუნდა იმ მაჩვენებლებს, რაც ეკონომიკურ კრიზისამდე იყო, თუმცა რეცესიამ ბევრი რამ შეცვალა მათ შორის ეკონომიკაც და შრომის ბაზარიც", – ასეთი შესავლით იწყება BusinessInsaider-ის სტატია იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც წარსულში მოთხოვნადი იყო და ადამიანების შემოსავლის მთავრ წყაროს წარმოადგენდა, დღეს კი ნაკლებად აქტუალურია.

ასეთი პროფესიების ჩამონათვალშია მაგალითად, ქსოვილის წარმოება. როგორც გამოცემა წერს, ამ მიმართულებით აშშ-ში დასაქმებულთა რაოდენობა 126 ათას 794 ადამიანს შეადგენდა კრიზისის პერიოდში, 2017 წლისთვის კი, მათი რაოდენობა 27%-ით შემცირდა და 92 ათას 889 ადამიანი შეადგინა.

მსგავსი ტენდენციაა ტანსაცმლის წარმოებისა და სამკერვალოების მიმართულებითაც, სადაც 2007 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ დაახლოებით 274 ათას 903 ადამიანი იყო დასაქმებული, თუმცა დღეს ის ნაკლებად მოთხოვნადია ბაზარზე.

გარდა ამისა, BusinessInsaider აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში დაახლოებით 191 060 ადამიანი იყო დაკავებული აუდიო, ვიდეო და საკომუნიკაციო აღჭურვილობის წარმოების მიმართულებით, თუმცა დასაქმებულთა რიცხვი ჯერ კიდევ 2017 წლისთვის 29%-ით იყო შემცირებული და ეს მაჩვენებელი მზარდია.

კიდევ ერთი ინდუსტრია, რომელიც 2007 წელს ადამიანების შემოსავლის წყარო იყო, ეს საკანცელარიო და საოფისე ინვენტარის წარმოებაა, სადაც 184 ათას 215 დასაქმებულს ითვლიდნენ, დღეს კი 30%-ით არის შემცირებული მათი რაოდენობა.

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მიმართულება იყო საგამომცემლო საქმიანობა, განსაკუთრებით კი გაზეთების გამოცემა და მათი გაყიდვა. ამ მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა 376 ათას 730 უტოლდებოდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 33%-ით მეტია.

და ბოლოს, ადამიანები კრიზისის პერიოდში თავს ირჩენდნენ სათადარიგო ნაწილების წარმოებით, რომლებიც საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიისთვის იყო განკუთვნილი და ამ მიმართულებით ყოველდღიურად 296 ათას 599 დასაქმებული მუშაობდა, თუმცა რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება და 2017 წლის მონაცემებით 66 ათას 955 ადამიანს გაუტოლდა.