მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BusinessInsider: ციფრულმა სამყარომ ჩვენ შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე თავად ჩვენ

6248a41681939
მარიამ ადამია
03.04.22 10:22
843
Google—ში საჭირო ინფორმაციის მოძიებას დაწყებამდე, მან უკვე იცის, თუ რა გსურთ? ასევეა Meta-ც. ანუ ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიური გიგანტები სრულად ინფორმირებულნი არიან თქვენ შესახებ და ხანდახან გვრჩება შეგრძნება, რომ მათ ჩვენი ფიქრების შესახებაც იციან. გამოკითხვისას, სოციალური ქსელის მომხმარებელი იმ ფაქტსაც ადასტურებს, რომ ხშირად, ციფრულმა სამყარომ ჩვენ შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე თავად ჩვენ, ჩვენივე სურვილებსა და ინტერესებზე. 

როგორც BusinessInsider წერს, რეკლამები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინსტაგრამის არხზე გამოჩნდეს, გენერირებულია ალგორითმებით, რომლებიც თქვენივე ინტერესებზეა მორგებული, ხოლო ამ ინფორმაციას "მეტას" მფლობელობაში მყოფი სხვადასხვა სერვისის, მათ შორის WhatsApp-ისა და Facebook-ის საშუალებით აგროვებენ, რომლებსაც ჩვენი არცერთი ციფრული ქცევა უყურადღებოდ არ რჩებათ. ამ შესაძლებლობას კი, კომპანიები თავისივე მოგების გასაზრდელადაც იყენებენ, ამიტომაც პირველ რიგში, საკუთარი პროდუქტების რეკლამებს აწყდებით, თქვენივე მოთხოვნისა და ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

Google-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის თქმით, Google საძიებო სისტემაში რეკლამების გაყიდვით, კომპანია სულ მცირე 100 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ამ თემასთან დაკავშრებით კი, ბრიუსელში, კანონმდებლებმა ციფრული ბაზრის შესახებ, ახალი კანონი მიიღეს, რომელიც მიზნად მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მომხმარებელთა ინფორმაციის მართვისა და კონტროლის გამკაცრებას ისახავს. ასევე, Google-ის, Amazon-ის, Meta-ს, Apple-ისა, Microsoft-ისა და კიდევ ბევრი მსგავსი კომპანიის ძალაუფლებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას გულისხმობს.

მაგალითად, Meta, ავტომატურად ვერ გამოიყენებს ფეისბუქის მონაცემებს ინსტაგრამზე, რეკლამის განთავსების მიზნით და პირიქით, რადგან ევროკავშირის მარეგულირებლები ამბობენ, რომ ეს არათანაბარ პირობებში აყენებს დანარჩენ კომპანიებს. ასევე მაგალითად Google Maps, მომხმარებელთა ადგილმდებარეობისა და ინტერესების შესახებ ინფორმაციას ვერ გამოიყენებს, სხვა აპლიკაციაში თავისივე სერვისის რეკლამირებისთვის.

ექსპერტების თქმით, ასე მეტად სამართლიანი იქნება ციფრულ სამყაროში ყველასთვის, განსაკუთრებით კი, სტარტაპებისთვის ბიზნესის კეთება. ამ გზით ევროპა მომხმარებლისთვის, მეტ კონკურენციას, მეტ ინოვაციებს და მეტ არჩევანს უზრუნველყოფს.