მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BusinessInsider: მილენიალთა 45%-ს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა აწუხებს

62012a66a6c7d
მარიამ ადამია
13.02.22 22:10
939

Morning Consult-ის სამომხმარებლო ბანკინგისა და გადახდის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მილენიალების თაობის თითქმის ნახევარი, 45% ამბობს, რომ აწუხებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, ცხოვრების დონით უკმაყოფილოა. როგორც ანგარიშზე დაყრდნობით businessinsider წერს, მიზეზად ამერიკაში არსებული ეკონომიკური ვითარება სახელდება, რომელიც დროთა განმავლობაში ორი რეცესიის წინაშე დადგა და ამ პერიოდში მილენიალებს უწევდათ სტუდენტური სესხის  გასტუმრება, რომელიც საშუალოდ $38,887-ია; ამას ემატება ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯები - იქნება ეს სახლის ქირა, კვება თუ ჯანდაცვა. ეს ყველაფერი კი, მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამერიკული ოცნების ახდენას ურთულებს. 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული რეცესია ბევრად უფრო ხანმოკლე იყო და უფრო სწრაფადაც დაიწყო ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა, პანდემიას მაინც უკვალოდ არ ჩაუვლია და იმ დროს, როდესაც მილენიალთა თაობის უდიდესი ნაწილი, ფინანსურად მყარად იდგა ფეხზე და შეეძლო უკვე პირადი სახლი შეეძინა, სამსახურის გარეშე დარჩა. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ თაობის წარმომადგენლები იყვნენ პირველები, რომლებიც სამუშაო ბაზარს დროულად დაუბრუნდნენ და დღევანდელი მდგომარეობით, საბანკო მონაცემებიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ფულადი სიმდიდრეც დააგროვეს. "თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაღალია ინფლაცია, არ არის გასაკვირი, რომ ფულის გამო შფოთვას იწყებენ.  ფაქტი კი ის არის, რომ როგორც კი მილენიალები ერთ ეკონომიკურ ბარიერს გადალახავენ, მათ ყოველთვის მეორე ელოდებათ უკან", - წერს გამოცემა. 

ინფორმაციისთვის, Global Generational Lifestyles-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მილენიალების 78% ხელფასს მატერიალური საქონლის შეძენის ნაცვლად  შთაბეჭდილებების მიღებაში ხარჯავს. 34% ახერხებს თვიდან-თვემდე ფულის დაზოგვას, ხოლო ავტომობილის შეძენა მილენიალების მხოლოდ 15%-ის მთავარი პრიორიტეტია.