მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

5f58d8880403e
BM.GE
09.09.20 18:25
1017
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

როგორც bm.ge-ს სებ-იდან აცნობეს, ეროვნულმა ბანკმა ბლუმბერგის სისტემის ახალი Bmatch პლატფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო.

კომპანიის წარმომადგენლები უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციების განხორციელებისას Bmatch პლატფორმის გამოყენების ძირითად საკითხებს გაეცნენ.

ეროვნულმა ბანკმა შეხვედრის მონაწილეებს სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესებიც წარუდგინა. ახალი წესი და Bmatch პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია.

„რეფორმა ორ მიმართულებას მოიცავს, ერთი მხრივ, სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებას, რომელიც გლობალური სავალუტო კოდექსის ქართულ ბაზარზე დანერგვას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ - ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის ამოქმედებას და მასზე ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთად კლიენტთა ფართო წრის დაშვებას. კომპანიებს საშუალება ექნებათ საკუთარი განაცხადი ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე განათავსონ და გარიგებები სხვა ფინანსურ დაწესებულებებთან ან კომპანიებთან ბაზარზე იმ მომენტისათვის არსებული საუკეთესო კურსებით დადონ.

რეფორმის მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა. სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპის დაწყება 1-ლი ოქტომბრიდან იგეგმება. სწორედ ამ პერიოდიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესი და მოხდება Bmatch პლატფორმაზე კომპანიების აქტიური დაშვება“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

შემდეგი შეხვედრა 16 სექტემბერს გაიმართება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/events/409225883389930/