მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BUSLANE-ზე ავტომობილების გადაადგილება კვლავ აკრძალულია - მერია

60914af9d9ce5
ინგა მურუსიძე
04.05.21 17:30
945
როგორც ცნობილია, უქმე დღეებში (4-12 მაისი) დედაქლაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. გასული წლის „ლოქდაუნის“ დროს, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობდა, მერიამ მსუბუქ ავტომობილებს BUSLANE-ზე სიარულის უფლება მისცა. მსგავსად ამისა, ახლაც მოქალაქეების ნაწილი სოციალურ ქსელებში მერიას მოუწოდებს, კვლავ დაუშვას გამონაკლისი  და ავტობუსის სამოძრაო ზოლში კერძო ავტომობილებს გადაადგილების ნებართვა მისცენ.

მერიაში ამბობენ, რომ BUSLANE-ზე მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება კვლავ აკრძალულია. როგორც bm.ge-ს განუცხადეს, უქმე დღეების მიუხედავად, ამ საკითხის გადახედვა არ იგეგმება.