მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუსტერ დოზით აცრა მოქალაქეებს მეორე აცრიდან 3 თვეში შეეძლებათ - საბჭოს გადაწყვეტილება

61c479782cebc
ინგა მურუსიძე
23.12.21 17:22
2520
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ ბუსტერ დოზით აცრის ვადად ნებისმიერი ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის სამი თვე განისაზღვრა. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ბუსტერ-დოზა ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ. გაბუნიას თქმით, ეს პროცესი შესაძლებელია 27 დეკემბრიდან დაიწყოს, მას შემდეგ, რაც მინისტრი შესაბამისს ბრძანებას ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ: ამ დრომდე "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილებს, ბუსტერ-დოზებით აცრა ვაქცინაციიდან 3 თვეში შეეძლოთ, ხოლო "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი" აცრილ მოქალაქეებს ვაქცინაციიდან 5 თვეში.