მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუტრანა - ყველის ბრენდი, რომელმაც კარანტინის პირობებში ახალი გემოები შეიძინა

5f04ac13b1289
BM.GE
07.07.20 21:36
2514
ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანამ“ უკვე ერთი თვეა რაც ბაზარზე საკუთარი პროდუქციის განახლებული და საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი წარადგინა. პანდემიის პირობებით შექმნილი გამოწვევა კომპანიამ შესაძლებლობად აქცია და ტრადიციულ-ინოვაციური მიდგომების ნაზავით ახალი გემოები ყველის 15-მდე ნაირსახეობაში გააერთიანა.

"ბუტრანა“ ყველის დახვეწილი სურნელით, ნაზი ტექსტურით, საოცარი პიკანტური გემოებითა და ნატიფი ვიზუალით ამ პროდუქტის გურმანებს ფართო არჩევანს სთავაზობს: ყველი საფერავში, ყველი რქაწითელში, ყველი თაფლში, ყველი კენკრით, ყველი თხილით, ყველი აჯიკით, ყველი წითელი პესტო, ყველი მწვანე პესტო, ყველი სუნელებით, ყველი პიტნით, ყველი ნივრით, თათარიანი ყველი, ბუტრანას საფირმო და ბუტრანას ობიანი.

ბრენდი 2016 წელს, 19 წლის ჯემალ ხატიაშვილმა შექმნა, რომელმაც უნიკალური პროდუქტის დამსახურებით პოპულარობა მალევე მოიპოვა. სახელწოდება კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე ვენახებიდან მოდის, სადაც ბუნება თავად ქმნის საოცარ მიკრო-კლიმატურ მარგალიტს. აქვე მდებარეობს კომპანიის ფერმა და ყველის საწარმო.

ახალგაზრდა მეწარმის საქმიანობასა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებას, დასაწყისშივე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო მისმა კრეატიულმა მიდგომებმა და უნიკალურმა პროდუქტმა "ბუტრანა“ გამორჩეულ ბრენდად აქცია.

NS