მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ByteDance-ის ხელმძღვანელი: ტრამპის მიზანია TikTok-ის გაქრობა

5f311ee165ae4
ნათია თაქთაქიშვილი
10.08.20 19:20
923
TikTok-ის მფლობელი კომპანიის ByteDance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან იმინგი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის მიზანი მხოლოდ TikTok-ის აკრძალვა კი არა მისი გაქრობაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჟან იმინგის განცხადებით, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი არამხოლოდ კომპანიის იძულებითი გაყიდვაა, არამედ მათ უფრო შორს მიმავალი გეგემები აქვთ.

როგორც გამოცემა წერს, ByteDance-ის აღმასრულებელი დირექტორი არ აკონკრეტებს რა ეტაპზეა Microsoft-თან დაწყებული მოლაპარაკებები კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ჟან იმინგი მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც წამატებით გაუძლეს იმ კრიტიკას რომელიც ბოლო პერიოდში ჟღერდება მათი კომპანიის წინააღმდეგ.

„ძალიან ბევრ ჩვენს გულშემატკივრას არ ესმის აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები, უჭირთ გაერკვიონ ამ რთულ მდგომარეობაში“,- აღნიშნა ჟან იმინგიმ.

მისი განცხადებით, შეერთებულ შტატებში ზოგიერთი პოლიტიკოსი ძალადობრივად ესხმის თავს ჩინეთს და ჩინურ კომპანიებს, რაც უფრო მეტად ართულებს ისედაც რთულ სიტუაციას.

ჟან იმინგიმ მოუწოდა თანამშრომლებს, კონცენტრაცია მოახდინონ აპლიკაციის განვითარებაზე, მის გამჭირვალეობაზე და დაიცვან მომხმარებელთა უსაფრთხოება.

„სწორედ ეს გვეხმარება მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნებაში მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით და არ მივცეთ მოკლევადიან იმედგაცრუებას უფლება დააბრკოლონ ჩვენი გრძელვადიანი წარმატება“,- განაცხადა ჯან იმინგიმ.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც TikTok-ს და WeChat-ს კრძალავს