მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

C ჰეპატიტის წამლები შავ ბაზარზე არ მოხვედრილა - აკაკი ზოიძე

5e1c979470bc8
თათია ჩაფიჩაძე
13.01.20 21:31
1242
„C ჰეპატიტის წამლების არამიზნობრივი გაყიდვა და მისი შავ ბაზარზე მოხვედრა არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა“ - ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პროცესს ამერიკის საგამომძიებლო ბიურო აკვირდება და რაიმე ტიპის დარღევას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება 2020-თვის ელიმინაციას, ზოიძე ამბობს, რომ ამის შესრულება ამ მონაცემებით უკვე შეუძლებელია და მის დასრულებას მინიმუმ კიდევ 2-3 წლიანი პერიოდი დასჭირდება.

„ამერიკის საგამომძიებლო ბიუროს შესაძლებლობებში არავის ეჭვი არ ეპარება მგონი, ისინიც კი აკვირდებოდნენ ამ პროცესს, რადგანაც სახელმწიფოთა შორის შეთანხმება იყო. ეს არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რეგიონზე აღარ არის ლაპარაკი, ყველა შურით არის განწყობილი იმიტომ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა უმკურნალონ თავიანთ მოქალაქეებს.

ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარმართულიყო, მაგრამ პირველ ეტაპზე მოვიდა და იმკურნალა 60 ათასმა ადამიანმა, რომელსაც ძალიან აწუხებდა, 25 ათასი ადამიანი კი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, შემდგომ კვლევებზე არ მოდის. შესაბამისად ნათელია, რომ 2020 წლისთვის ელიმინაცია არ იქნება, თუმცა ეს ამბიციური გეგმა იყო. ხელშეკრულება გაფორმებულია 5 + 5-ზე იმ პირობით, რომ პირველი 5 წელი იქნებოდა წარმატებული.“ - განაცხადა ზოიძემ.

ჯანდაცვის ექპსერტი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომლის გამოც შესაძლოა ვირუსის მატარებლები მკურნალობის კურსს არ გადიოდნენ. მიზეზებს შორის ზოიძე ერთ-ერთ ფაქტორად არსებულ ნარკოპოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ მისი ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესია.

„დღეს ორი საფრთხე ემუქრება ამ პროგრამას, პირველი მისი პოლიტიზირება არ შეიძლება. ამ პროგრამის არსებობა დიდი მიღწევაა და ის უნდა აღმოიფხვრას ჩვენს თაობაში. ამის ხელიდან გაშება იქნება დანაშაული და მეორე, აუცილებელია დავადგინოთ ის მიზეზები, რატომაც არ მოდის ეს 25 ათასი ადამიანი სამკურნალოდ, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა. არის უნდობლობის ფაქტორი, ასევე არის სიმპტომების არარსებობის საკითხი, ადამიანებს ჩვენთან სანამ არ აწუხებს რამე იქამდე არ მკურნალობს. მესამე ასევე მიმაჩნია, რომ აუცილებელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში თუ 5.4%-ია, საინექციო ნარკოდმოკიდებულებთან 60%-ს აღწევს, მიუხედავად სათემო ორგანიზაციების მუშაობისა აუცილებელია მათთან მეტი მუშაობა და კომუნიკაცია, მათ უნდა იცოდნენ, რომ გამოჩენის გამო ციხე არ დაემუქრებათ“ - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ზოიძემ.

ბოლო ინფორმაციით პროგრამაში 65 ათასი ადამიანი ჩართული, საიდანაც 58 ათასმა მკურნალობა უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია.