31.აგვისტო .2020 12:15

„ცალსახაა, წლევანდელი წელი დასრულდება მინუსით“ - მინისტრი საქართველოს ეკონომიკაზე

views 278
უკან

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევანელებთ ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელს“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის ივლისში დაფიქსირებული 5.5%-იანი კლების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევანელებთ ვარდნის მაჩვენებელს, თუმცა ცალსახაა, რომ წლევანდელი წელი დასრულდება მინუსით. ჩვენ ვერ ვიქნებით გლობალური ეკონომიკისგან ამოვარდნილი ქვეყანა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვარდნის ტემპი იყოს შემცირებული. უნდა დავრჩეთ კონსერვატიულები, რათა მივაღწიოთ მეტ შედეგს, როგორც ეს იყო შარშან, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ორგანიზაციები ვარაუდობდნენ გაცილებით დაბალ ზრდას და ჩვენ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ.

შეზღუდვები რჩება ტურიზმში, ფრენებში.. ვერ შევძლებთ, რომ ყველა ფრენა გავხსნათ, მთავრობის მხრებზე ანტიპანდემიური ღონისძიებების გატარების  საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა რჩება, აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ მზად უარესისთვის, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნაკლებად დაეცეს ეკონომიკა, ვიდრე მოსალოდნელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა