მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცალსახად დისკრიმინაციაა... ფაქტი ომბუდსმენმა უნდა შეისწავლოს“ – IDFI

631f41b9b47d1
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.22 18:43
916
IDFI-ის პროგრამების დირექტორი, იურისტი ლევან ავალიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სახალხო დამცველი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჟურნალისტ თელარა გელანტიას ადმინისტრაციის შენობაში არ დაშვების ფაქტს შეისწავლის, დადგინდება, რომ მთავრობის ქმედება დისკრიმინაციული იყო. ამის შესახებ ლევან ავალიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ჟურნალისტმა, რომლის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლა დაფიქსირდა, თავისი უფლებების დაცვის მიზნით სახალხო დამცველს უნდა მიმართოს. იურისტი განმარტავს, რომ ჟურნალისტის მიერ კითხვების დასმის არანაირი რეგლამენტი არ არსებობს და ყველა მათგანი ეთიკის ნორმის ფარგლებში მოქმედებს.

„სამწუხაროდ, ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს, ძალიან მწირი მექანიზმებია. ერთ-ერთი სახალხო დამცველის ოფისია, რომელიც ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ადგენს, შეიძლება ამან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონიოს, თუმცა მნიშვნელოვანია ყველა ჟურნალისტმა, რომლის პროფესიული უფლებებიც ილახება, ასეთი სახით გამოიყენოს ეს მექანიზმი და მიმართოს სახალხო დამცველს, რათა დაგროვდეს ფაქტები და ეს იქნება დამატებითი ბერკეტი იმის, რომ სიტუაცია გადავტეხოთ და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება მოსახლეობის კითხვებს არ უპასუხოს. რეალურად ჟურნალისტი, მედია, რა მიმართულებითაც არ უნდა მუშაობდეს, ის სვამს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეს ავიწყდება და არ უნდა ხოლმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ჟურნალისტის კითხვების განსაზღვრის წესები არ არსებობს, ეთიკის ფარგლებში მოქმედებს ყველა და ეს ფაქტი ცალსახად დისკრიმინაციაა. შეიძლება ბევრი რამ თქვან, თუმცა ამის სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, თუ სახალხო დამცველი ამ კონკრეტულ ფაქტს შეისწავლის, აუცილებლად დაადგენს დისკრიმინაციას“, - განაცხადა ავალიანმა.

IDFI-ის პროგრამების დირექტორი აცხადებს, რომ ეს ფაქტი აუცილებლად მოხვდება იმ ორგანიზაციების ანგარიშებში, რომელთა მიმართაც ჩვენს ხელისუფლებას ასე თუ ისე პასუხისმგებლობის აღება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ფარგლებში უწევთ. „ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს“, - თქვა ავალიანმა.