მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CAMEX-ი აეროპორტთან ტვირთების გაცვლის საწყობს ააშენებს- ინვესტიცია $10მლნ-ია

63c00cfa27071
ანუკა ჯოხაძე
15.01.23 09:35
1670
კამექს ეარლაინსი თბილისის აეროპორტთან ე.წ გაცვლით საწყობს ააშენებს, სადაც საქართველოში მოხვედრილი ტვირთების განაწილება მოხდება. ახალი ტერმინალი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიებს ტვირთის დატოვების და წაღების შესაძლებლობას მისცემს. "კამექს ეარლაინსის" დირექტორი აცხადებს, რომ პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი პირველი ეტაპი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. გიორგი სეთურიძის თქმით, ჯამური ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია.

“საჭიროა ტერმინალი და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ მზად იქნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ გამოწვევებს უპასუხებს. საქმე ეხება საერთაშორისო ტვირთბრუნვისთვის ე.წ exchange hub-ს, ანუ გაცვლით საწყობს, სადაც დანაწილდება ტვირთები.

პროექტის განხორციელებას 10 მილიონი დოლარი დასჭირდება იმისთვის, რომ  ბოლომდე დასრულდეს. ამას წესით 5 წელი დასჭირდება. ეს ხელს უწყობს ბაზირებული თვითმფრინავების ზრდას და ისეთი ფრენების რიცხვის გაზრდას, რომელიც საქართველოში ტვირთს დატოვებს და წაიღებს.

ეს შეიძლება მარტო ქართული ავიაკომპანიები არ იყოს. ამის მაგალითი გვაქვს, საქართველოში უცხოური კომპანიები გზად ტოვებენ ტვირთს, მაგრამ ეს არ არის გაცვლითი ტვირთები, რომელიც სხვა ქვეყანაში წავა.

ჩვენ რასაც ვაკეთებთ, მასშტაბი ძალიან დიდია, პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე დაწყებული გვაქვს ყველაზე დიდი ტერმინალის ოპერატორთან მოლაპარაკებება, შეთანხმებები გვაქვს და ამ საკითხში დაგვეხმარებიან.

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჯერ ეს პირადად ჩვენი პროგრამისთვის არის განკუთვნილი, თუმცა თუ მოთხოვნა იქნება სხვასაც მოემსახურება. ბაზარი ძალიან დიდია, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ტვირთბრუნვა", - აცხადებს "კამექს ეარლაინსის" დირექტორი გიორგი სეთურიძე.