მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტებმა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

60325acd930fd
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 17:04
518
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა გაიმართა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს და განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.
გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა და სამთავრობო პროგრამამ დეპუტატების მხარდაჭერა მიიღეს. კენჭისყრის შედეგები ასეთია:

სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი – 9 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;
განათლების კომიტეტი – 7 მომხრე– 2 წინააღმდეგი;
ჯანდაცვის კომიტეტი – 9 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი.

მომხსენებლებმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, რის შემდგომაც კენჭისყრის შედეგად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.